რუსთავში, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩის აბონენტებს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ელექტრო ენერგიის შეწყვეტის მიზეზი მიწისქვეშა კაბელის დაზიანება გახდა. პრობლემის აღმოსაფხვრელად, ადგილზე უკვე მუშაობს კომპანიის ჯგუფი.
"ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ელექტრო ენერგიის მიწოდება აბონენტებს დაახლოებით 2 საათში, ეტაპობრივად აღუდგებათ.