რუსთავში, კორონავირუსული ინფექციის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა, პასუხები კლინიკისთვის დღის განმავლობაში ეტაპობრივად ხდებოდა ცნობილი.
N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას განცხადებით, პაციენტები მალავენ, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი კორონავირუსის მქონე პირთან, ამიტომაც მათი ინფიცირების წყაროების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"ჩვენ კონტაქტებს არ ვუკეთებთ ტესტს, რადგან საერთოდ არ უნდა გამოვიდნენ გარეთ ეს ადამიანები, ამიტომაც მალავენ, რომ ვინმესთან იყვნენ კონტაქტში. ამ მიზეზით, ვერ გეტყვით მათი ინფიცირების წყაროებზე ვერაფერს. აქვთ ტემპერატურა, ხველა და ასეთი ზოგადი ჩივილები", - განაცხადა რუსუდან ადამიამ.