კოვიდ19-ით გარდაცვლილი რუსთაველი პაციენტი

2020-11-07 00:49:55

რუსთავში, კოვიდ19-ით გარდაცვლილი პაციენტი 54 წლის იყო და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავის" ეპიდემიოლოგმა მაია როგავამ განუცხადა, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული პენევმონიის შედეგად დამძიმდა.

"თანმხლები დაავადებები ჰქონდა ჰიპერტონია, დიაბეტი. ჩამოუყალიბდა პნევმონია, შემდეგ გაურთულდა, რაც გახდა საბოლოოდ გარდაცვალების მიზეზი", - განაცხადა მაია როგავამ.

კოვიდინფიცირებული კლინიკაში 20 ოქტომბერს შეიყვანეს. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

შეგახსენებთ, რუსთავში, კოვიდ19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა 5 ნოემბერს, გვიან ღამით დაფიქსირდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI