სად შეიძლება ბანაობა და როდის იხსნება სეზონი

2017-06-09 10:22:58

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საცურაო სეზონი იხსნება. ააიპ უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის გნცხადებით, სეზონი 12 ივნისს გაიხსნება. მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, სამაშველო სამსახური იზრუნებს. „საცურაო ტერიტორია არის შემოსაზღვრული, ჩვენ გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, აქსესუარები, ტექნიკა და გვყავს ექთანი. ადგილზე იმორიგევებს სამაშველო სამსახური, აღნიშნულ პერიმეტრზე ყველას უსაფრთხოება დაცული იქნება“ - აცხადებს ზაზა კუპატაძე.

შეგახსენებთ რომ გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა ე.წ. "ახალ ხიდთან" არსებულ ხელოვნურ ტბაში, ცურვისას 9 წლის ბავშვი დაიხრჩო. გაითვალისწინეთ რომ ქალაქში, სადაც ცურვა ნებადართულია ეს არის ცენტრალური პარკის ტბა, სხვა ადგილებზე სახიფათო და არ არის უსაფრთხო.