რუსთავში ძაღლი მოიპარეს

2020-11-06 13:02:09

რუსთავში, მე-16 მიკრორაიონიდან იაგტერიერის ჯიშის ლეკვი მოიპარეს. ამის შესახებ ინფო რუსთავს ძაღლის მეპატრონემ ვატო გაგნიძემ განუცხადა.

"5 წუთით ავედი სახლში ლეკვი ეზოში დავტოვე, იქვე იყო დედაც, ხვადი იაგტერიერი, რომ დავბრუნდი ლეკვი აღარ დამხვდა, მომპარეს 4 თვის ხვადი იაგტერიერი. თუ ვინმემ სადმე შენიშნეთ დამიკავშირდით 555 97 55 79",-აცხადებს რუსთაველი ვატო გაგნიძე.