რუსთავის ცხელების ზონებში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ცხელების ზონაში, რომელიც კლინიკა "რუსთავშია" განთავსებული, კორონავირუსი 1 პაციენტს დაუდასტურდა. პაციენტი რუსთაველია, მას დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და მკურნალობას ბინაზე განაგრძობს.
რაც შეეხება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოწყობილ ცხელების ზონას, აღნიშნულ ზონაში კოვიდ19-ის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კლინიკის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის თქმით, პაციენტების ნაწილისთვის დაინფიცირების წყარო უცნობია. კოვიდინფიცირებულთა შორის არიან თბილისის მკვიდრებიც.
პაციენტების კონტაქტების წრის მოკვლევის მიზნით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.