რუსთავის მერიის თანამშრომელს კოვიდ19 დაუდასტურდა

2020-11-05 21:49:00

რუსთავის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც "ინფო რუსთავს" მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, თანამშრომელი, რომელსაც ინფიცირება დაუფიქსირდა, 1 თვეა დისტანციურად მუშაობს, ამ ხნის განმავლობაში მერიასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და შესაბამისად, იქ კონტაქტების წრეც არ უფიქსირდება.

მერიის თანამშრომლისთვის უცნობია, საიდან მოხდა მისი დაინფიცირება.