რუსთავში, 5 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, კორონავირუსული ინფექციის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
27 შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა, პასუხები დღის განმავლობაში ეტაპობრივად ხდებოდა ცნობილი. კორონავირუსის 1 შემთხვევა კი კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში გამოვლინდა.
N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას განცხადებით, პაციენტები რუსთაველები არიან, მათ უმრავლესობას დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და მკურნალობას ბინაზე განაგრძობს. ადამიას თქმით, ნაწილის ინფიცირების წყარო უცნობია, მეორე ნაწილთან მიმართებაში კი საქმე გვაქვს უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებთან.
შეგახსენებთ, 5 ნოემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 7 შემთხვევა იყო დადასტურებული რუსთავში არსებულ ცხელების ზონებში.