ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 8 პუნქტით გაუფასურდა.
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 3.41 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 3.36 ლარად შეგიძლიათ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ნოემბრის ოფიციალური მონაცემებით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4 ლარია.