ინფიცირებული მედპერსონალი რუსთავის კლინიკაში

2020-11-07 00:49:31

კლინიკა "რუსთავში" ექთანსა და ექიმს კოვიდ19 დაუდასტურდათ. სამედიცინო დაწესებულების ეპიდემიოლოგის, მაია როგავას განცხადებით, ექთანი ბოლო რამდენიმე კვირაა კლინიკაში არ ყოფილა, რადგან კოვიდ19 მის ოჯახის წევრს დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

რაც შეეხება ექიმს, მაია როგავას თქმით, ის კლინიკაში ჩვეულ რეჟიმში ცხადდებოდა და მისი კონტაქტების წრის მოკვლევის მიზნით, მიმდინარეობს ღრმა ეპდემიოლოგიური კვლევა. 

კლინიკის ინფიცირებულ პერსონალს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს.