ტბაში 9 წლის ბიჭი დაიხრჩო (ვიდეო)

2017-06-08 18:08:52

უბედური შემთხვევა რუსთავში. თვითმხილველების თქმით, ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ტბაში, 9 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 17:30 საათზე მოხდა. როგორც დაღუპულის ძმა ყვება, მეგობრები ტბაში საცურაოდ ჩავიდნენ, მისი ძმა კი ღრმა წყალში შევიდა. ბიჭის დასახმარებლად, ტბაში ერთ-ერთი თვითმხილველი გადახტა, თუმცა უშედეგოდ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟი. ამ დროისთვის ტბაში ცხედრის ძებნის პროცესი მიმდინარეობს. ნახეთ ვიდეო.