კლუბ "რუსთავის" მოთამაშეს კოვიდ19 დაუდასტურდა

2020-11-05 14:07:07

საკალათბურთო კლუბ "რუსთავის" მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საკალათბურთო კლუბი ავრცელებს.

"6 ნოემბერს გასამართი სუპერლიგის მატჩი "რუსთავი"-ს და "ქუთაისი"-ს გუნდებს შორის გადაიდო, რადგან სამწუხაროდ ჩვენი გუნდის მოთამაშეს დაუდგინდა Covid 19.

ამ ეტაპზე საკალათბურთო გუნდ "რუსთავი"-ს წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან", - აღნიშნულია განცხადებაში.