რუსთავში, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ამ ეტაპისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2 ბაგა-ბაღშია შეჩერებული.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს, #22-ე და #23-ე ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან აღდგება.
ამ ეტაპისთვის სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოებისა და პროდუქტებით მომარაგების სახით, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, კოვიდპანდემიის გამო, თბილისში არსებული ყველა ბაგა-ბაღი დაიხურა, თუმცა შეზღუდვა არ გავრცელებულა რეგიონებზე.