გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება

2017-06-08 17:16:07

ლეონიძის სკვერში გარე განათების სისტემა წესრიგდება. 40 მდე ლამპიონზე, ახალი, დიოდური სანათი მონტაჟდება. სამუშაოებს ააიპ უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს. ზაზა კუპატაძის განცხადებით, გარე განათების ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება. სკვერის ტერიტორიაზე ასევე იგეგმება დაზიანებული ქვაფენილის აღდგენა და სპორტული მოედნის მოწყობა.