რუსთავის ცხელების ზონებში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან რუსთაველი 4 კოვიდინფიცირებულია.
ცხელების ზონაში, რომელიც კლინიკა "რუსთავშია" განთავსებული, კორონავირუსი 6 პაციენტს დაუდასტურდა, 2 სამედიცინო დაწესებულებაში გარდაბნიდან შეიყვანეს.
რაც შეეხება რუსთავში დადასტურებულ შემთხვევებს, ეპიდემიოლოგ მაია როგავას თქმით, პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოწყობილ ცხელების ზონაში კი კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და მას ტესტი კოვიდ 19-ზე საზღვრის კვეთის დროს ჩაუტარდა.