რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღის განმავლობაში მეორედ გაიზარდა.
ამჯერად კოვიდ19 კიდევ 6 პაციენტს დაუდასტურდა.
4 მათგანი N2 დიაგნოსტიკური ცენტრიდანაა, ხოლო 2 ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსებულ ცხელების ზონიდან.
შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით რუსთავში დღის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.