ავარია კოსტავას გამზირზე

2017-06-08 14:07:02

ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას გამზირზე. ერთმანეთს "ფორდის" ფირმის მიკროავტობუსი და "ფოლცვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. მიკროავტობუსი შიდა საქალაქო სამარშრუტო ტრანსპორტი იყო და შეჯახებისას მგზავრთა გადაყვანას ახორციელებდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი.