შეწყდება თუ არა რუსთავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი

2020-11-04 11:20:45

"ინფო რუსთავს" ათობით მშობელი დაუკავშირდა კითხვით, შეწყდება თუ არა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი რუსთავის ბაგა-ბაღებში.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს რუსთავის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი რეკომენდაცია არ მიუღიათ, თუმცა საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილლება დღეს, საღამოს საათებში იქნება მიღებული.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან, 5 ნოემბრიდან თბილისის ბაგა-ბაღები დროებით დაიხურება. ამის შესახებ განცხადება კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.