ნათია თურნავას კოვიდ19 დაუდასტურდა

2020-11-03 17:22:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

ცნობისთვის, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, 2 ნოემბერს გადავიდა.

ამასთან, 2 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.

გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდასტურდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილსაც.

თვითიზოლაციაშია გადასული განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი.