ვის ეკუთნის გრიპის ვირუსის უფასო ვაქცინა

2020-11-03 14:04:44

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით ამ დროისთვის გრიპის ვირუსის ვაქცინის 90% უკვე ქვეყანაშია შემოტანილი.

რისკ ჯგუფებში შემავალ პირებს, შესაძლებლობა აქვთ, რომ იმ პოლიკლინიკებში, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებიან აცრა გაიკეთონ.

"წელს სახელმწიფომ იყიდა გრიპის ვაქცინა. ჯერ 135 000, შემდეგ დავამატეთ კიდევ 100 000 დოზა და დღეის რიცხვით შემოსულია თითქმის 90% უკვე. ბოლო შემოსვლა იქნება 23 000 დოზის ნოემბრის შუა რიცხვებში.

235 000-დან 210 000 დოზა უკვე შემოსულია ქვეყანაში და მოხდა მისი დისტრიბუცია ქსელში, ძირითადად პოლიკლინიკებში, სადაც არის ამცრელი კაბინეტები ყველგან უნდა იყოს გრიპის ვაქცინა. ყველა რისკ ჯგუფს უკეთდება გრიპის ვაქცინა და ეს ჯგუფები კიდევ უფრო გაფართოებულია...

მინისტრის ბრძანების მიხედვით რისკ ჯგუფების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა, ამიტომ ვაქცინის რაოდენობა ახლა საკმარისია. ყველაზე დიდი რისკჯგუფები არიან: სამედიცინო პერსონალი, ყველა დიაბეტიანი ბავშვი და მოზრდილი, 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც აქვთ გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები. ყველა ამ ადამიანს შეუძლია თავისუფლად მიმართოს თავის პოლიკლინიკებს, სადაც ისინი აღრიცხვაზე არიან, იქნება ეს თბილისში, სხვა ქალაქებსა თუ რაიონებში, შსაბამისად ისინი აიცრებიან.

ჩვენთან მონიტორინგით ჯერ გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა. ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი და კიდევ რამდენიმე სხვა კორონავირუსები საყრდენ ბაზებზე, მაგჰრამ ჯერ არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი. ის გამოჩნდება სადღაც ალბათ ნოემბრის მეორე ნახევარში. ამიტომ სასურველია, მოუწოდოთ თქვენს ირგვლის, ვინც ბრძანდებიან ეს რისკ ჯგუფები, რომ დროულად მიბრძანდნენ და კარგი იქნება თუ ჩვენ ყველანი 25-მდე ავიცრებით",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები