რუსთავის სკოლები დისტანციურ სწავლაზე გადადის

2020-11-03 13:24:24

მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 დიდ ქალაქში, მათ შორის რუსთავში, სასწავლო პროცესი 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის, ამის მიზეზი არჩევნების მეორე ტურია.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა და განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ  განაცხადეს.

1500-მდე უბანი იყო მოწყობილი ჩვენს სკოლებში და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს სკოლები გადავიყვანეთ დისტრანციურ რეჟიმში. ამ სკოლებს სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში ჩვენ გვიწევს მეორე ტურის ჩატარება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო უბანი და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ მივიღეთ დღეს საბჭოზე გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩნუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანაში.

ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურად უფროს კლასებში და უმაღლესი დაწესებულებები და პროფსასწავლებლები ასევე აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღემდე ფუნქციონირებდნენ,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები