რუსთავში კორონავირუსული ინფექციის კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამჯერად ვირუსი კლინიკა "რუსთავში" განთავსებულ 3 პაციენტს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ცხელების ზონიდან ლაბორატორიულ კვლევაზე 11 ნიმუში იყო გადაგზავნილი, საიდანაც 3-ზე დადებითი პასუხი მოვიდა.
კოვიდ19 ორ 38 წლის პირს და ერთ საპენსიო ასაკის ადამიანს დაუდგინდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, ქალაქის მასშტაბით ინფცირებულთა რიცხვი 8-ით გაიზარდა, მათ შორის 5 ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში, 3 კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში.