რამდენი საარჩევნო ბიულეტინი გაბათილდა რუსთავში

2020-11-02 14:00:37

ცესკოს მონაცემების მიხედვით 2020 წლის არჩევნებში რუსთავის სამაჟორიტარო ოქლში მეორე ტური იქნება.

N12 სამაჟორიტარო ოლქში რუსთავის გარდა გარდაბნის 10 თემი, 19 სოფლით, შედის.

საარჩევნო უბნების სრული რაოდენობა კი 124-ს შეადგენს.

"ინფო რუსთავი" ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმებზე დაყრდნობით გთავაზობთ, რამდენი საარჩევნო ბიულეტინი გაბათილდა რუთავისა და გარდაბნის სამაჟორიტარო ოლქში და რომელ უბნებზე იყო ყველაზე მეტი ბათილი ბიულეტინი.

N12 სამაჟორიტარო ოლქში არჩევნებში მონაწილეობა 78 641 ადამიანმა მიიღო.

124 უბანზე ბათილი ბიულეტინების საერთო რაოდენობა 2991-ია, მათ შორის რუსთავის საარჩევნო უბნებზე 2275, ხოლო გარდაბნის 10 თემის საარჩევნო უბნებზე - 716.

ყველაზე მეტი გაბათილებული ბიულეტინები:

რუსთავის N11 საარჩევნო უბანი - 39 ბათილი ბიულეტინი

რუსთავის N29 საარჩევნო უბანი - 35 ბათილი ბიულეტინი

რუსთავის N33 საარჩევნო უბანი - 40 ბათილი ბიულეტინი

რუსთავის N48 საარჩევნო უბანი - 44 ბათილი ბიულეტინი

რუსთავის N50 საარჩევნო უბანი - 37 ბათილი ბიულეტინი

რუსთავის N54 საარჩევნო უბანი - 53 ბათილი ბიულეტინი

რუსთავის N55 საარჩევნო უბანი - 44 ბათილი ბიულეტინი

რუსთავის N56 საარჩევნო უბანი - 42 ბათილი ბიულეტინი

რუსთავის N76 საარჩევნო უბანი - 44 ბათილი ბიულეტინი

გარდაბნის N47 საარჩევნო უბანი - 44 ბათილი ბიულეტინი

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები