რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები და ფეისბუქ რეკლამა [photo]

2020-11-02 12:13:26

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა.

16 სამაჟორიტარო ოლქში ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით მეორე ტური იქნება, მათ შორის რუსთავშიც.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა თანხა დახარჯეს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ფეისბუქ რეკლამაში წინასაარჩევნო პერიოდში.

ირმა ნადირაშვილი - 2320 $, დამფინანსებელი პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო"

დავით კირკიტაძე - 2013 $, დამფინანსებელი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

ნინო ლაცაბიძე - 1333 $, დამფინანსებელი პარტია "ქართული ოცნება"

გრიგოლ გეგელია - 1083 $ დამფინანსებელი პარტია "ლელო საქართველოსთვის"

მიხეილ ქუმსიშვილი - 110 $, დამფინანსებელი პარტია "ლეიბორისტები"

რაც შეეხება რუსთავის დარჩენილ 13 მაჟორიტარობის კანდიდატს, მათ სოციალურ ქსელში პოლიტიკური რეკლამები თავიანთი გვერდების საშუალებით არ განუთავსებიათ, შესაბამისად რეკლამების ბიბლიოთეკაში მათ შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

პოლიტიკური რეკლამების მეტი გამჭირვალობისათვის, არჩევნებში ჩარევის შემცირებისა და დამკვეთის მეტი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობისთვის 7 აგვისტოდან საქართველოში „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა ამოქმედდა, რომელიც ინფორმაციას იმის შესახებ იძლევა, თუ რა თანხა დახარჯა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ რეკლამაში, რამდენმა ადამიანმა ნახა ის და ვინ არის რეკლამის დამფინანსებელი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები