კოვიდ19-ით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა

2020-11-02 11:18:30

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსული ინფექციით 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა”,- ამი შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან კოვიდ19-ით 342 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა დადასტურებული შემთხვევების 42 579 გახდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები