კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავის ცხელების ზონაში

2020-11-02 10:53:57

რუსთავის ცხელების ზონაში კორონავირუსული ინფექციის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსებული ცხელების ზონის ინფექციონისტმა მაია რაზმაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტების ნაწილი მანამდე ინფიცირებულთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა, ხოლო ნაწილის ინფიცირების წყარო უცნობია და მის დასადგენად მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები