რუსთავში მეორე ტური გაიმართება

2020-11-02 11:09:59

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება კვლავ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მოუწევს.

არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ნინო ლაცაბიძე.

"ძვირფასო მეგობრებო, მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ მხარდამჭერს  გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, იმ  სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც საარჩევნო პროცესში მაღალი აქტიურობით და წესრიგით გამოიჩინა. მადლობა ჩემს გუნდს, რომელიც აქტიურად მიდგას გვერდით საბოლოო და ღირსეული გამარჯვების მოსაპოვებლად. ჩვენ ერთად საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ", წერს ნინო ლაცაბიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში დათვლილი ხმების 47.37%  ნინო ლაცაბიძემ, დავით კირკიტაძემ კი 32.6% აიღო.