გირჩის ერთ-ერთი ლიდერი არჩევნების შედეგს აფასებს

2020-11-01 18:12:26

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი, რომლიც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო  საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ინფო რუსთავთან აფასებს.

"2018 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ რუსთავში თითქმის გავორმაგდით, ანუ ძალიან კარგი ზრდა გვქონდა რუსთავში. გირჩელები კმაყოფილები ვართ იმით, რომ საქართველოში პირველად ვაწარმოეთ სრულიად არასტანდარტული კამპანია, ყოველგვარი ფულის და იმ გარეგნული ატრიბუტების გარეშე, რომელსაც ნათელი იყო, რომ იყენებდა ქართული ოცნება და სხვა კანდიდატები, დიდი ფული დაიხარჯა საარჩევნოდ მათი მხრიდან, შესაბამისად იმ შედეგით რომელიც ამ კამპანიის შემდეგ ჩვენ მივიღეთ შეუძლებელია არ იყო კმაყოფილი",-განაცხადა ვახტან მეგრელიშვილმა ინფო რუსთავთან.

ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტში 9 პარტია შედის, მათ შორის არის გირჩი. თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, შესალოა, დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები.