რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეიზღუდა

2020-11-01 13:31:07

რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.

1 ნოემბერს, რუსთავში, მშენებელთა  ქ N 36   წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით,  12:00-სთ დან 15:00-მდე  წყლის მიწოდება შეუწყდება:

წმინდა ნინოს, წერეთელის, კომუნალების, მშენებელთას N 10-დან   N 55-ჩათვლით, გომელაურის, გოგებაშვილის, ბოსტანქალაქის, ფიროსმანის N 33, 35, 37  და ოდიშარიას ქუჩებს.