რუსთავში საარჩვენო უბანზე 1 პირი დააკავეს

2020-11-01 13:19:41

​31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილი ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ გომელაურის უწყება განცხადებას ავრცელებს.

პოლიციამ არჩევნების დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ასევე, ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე. რას შეეხება რუსთავს:

სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება რუსთავში N64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი;

შსს-ს ცნობით, სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება რუსთავის N16 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;