დღეს USAID-ში „სრულიად საქართველოს ეროვნული მოძრაობა 2017“-ის თავმჯდომარე აირჩიეს. თავმჯდომარე ეროვნული მოძრაობის დამფუძნებელი - ელგუჯა ქოჩიაშვილი გახდა. მოძრაობა სამი დღის წინ დაფუძნდა. შეხვედრაზე „სრულიად საქართველოს ეროვნული მოძრაობა 2017“-ის გეგმები და მიმდინარე საკითხები განიხილეს. ელგუჯა ქოჩიაშვილის თქმით, ეროვნული მოძრაობის მიზანია ბრძოლა ერის წინსვლისთვის, რათა მოსახლეობა ეკონომიკური გაჭირვებიდან გამოვიდეს. მისივე განცხადებით, მათ საქმიანობას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს.