რუსთავი - 2 ადამიანი ერთ კაბინაში

2020-10-31 20:13:27

ინფო რუსთავის გადამღებმა ჯგუფმა ე.წ ჭყონდიდელის დასახლებაში, არსებულ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ერთ კაბინაში ორი ადამიანი დააფიქსირა, მოგვიანებით მე-17 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა რომ ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა, მისივე ინფორმაციით, კაბინაში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, რადგან ქმარს დახმარება სჭირდებოდა და ამიტომ შეჰყვა ხმის მიმცემის დროს კაბინაში მეუღლე, რაც დარღვევას არ წარმოადგენს.