აქტივობა 15:00 საათისთვის

2020-10-31 15:35:00

რუსთავში 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 39 719 ადამიანმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 36,97%-ს შეადგენს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით სულ 5 საჩივარია დაწერილი.

რუსთავში სულ 84 საარჩევნო უბანია და დამატებით 6 სპეცუბანი, რომელთა შორის 3 პენიტენციურ დაწესებულებაშია, ხოლო 3 კოვიდსასტუმროში.

ამომრჩეველთა რაოდენობა კი 107 425-ია.