აქტივობა 12:00 საათისთვის

2020-10-31 12:21:21

რუსთავში 12:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 21 946 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც სრული რაოდენობის 20,43%-ია.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით 3 საჩივარია დაწერილი, რომლებიც, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის გაგა აფციაურის განცხადებით, პატარ-პატარა ტექნიკური დარღვევების გამო დაიწერა.

"დიდ დარღვევას ადგილი არ ჰქონა, იყო პატარ-პატარა ტექნიკური შეცდომები, რომელიც იქვე, საარჩევნო უბანზე არმოიფხვრა. მაგალითად, მოხდა ისე, რომ ამომრჩეველი სხვა უბანზე შევიდა, შემდეგ გამოასწორეს და მიუთითეს, რომელ უბანზეც უნდა მისულიყო ის ამომრჩეველი",- განუცხადა "ინფო რუსთავს" გაგა აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მასშტაბით სულ 87 საარჩევნო უბანია, დამატებით 3 სპეცუბანი კოვიდსასტუმროებშია მოწყობილი. რუსთავში სულ 108 000-მდე ამომრჩეველია.

ცნობისთვის, 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები