რუსთავში ნაგვის ბუნკერების გაუქმების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, ბუნკერები უკვე დაილუქა მე-20 და 21-ე მკრ-ებში. სამუშაოებს ააიპ უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს. სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ამჟამად პროცესი მე-17 მკრ-ში მიმდინარეობს, შემდგომ სამუშაოები განხორციელდება მე-19 და მე-18 მკრ-ებში.
პარალელურად ბუნკერები ილუქება მე-7 მკრ-ში. სამუშაობს აღნიშნულ მისამართზე, ტენდრეში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.