ამომრჩეველთა აქტივობა რუსთავში

2020-10-31 10:30:50

რუსთავში 10:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 10968 მოქალაქემ დააფიქსირა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, რუსთვში ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.

საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მასშტაბით სულ 84 საარჩევნო უბანია და 108 000-მდე ამომრჩეველი.