საპარლამენტო არჩევნები

2020-10-31 10:22:05

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ოჯახთან ერთად საკუთარი არჩევანი #1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

როგორც ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას.

“ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას. რა თქმა უნდა, სტაბილურობას. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული თანამოქალაქე თავისუფალ აზრს დააფიქსირებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მოლოდინები იმედიანი, დადებითი მოლოდინები მაქვს, არ მინდა გავასწრო მოვლენებს”, - განაცხადა ტაბაღუამ.