რიგები რუსთავის საარჩევნო უბნებთან

2020-10-31 09:27:01

რუსთავში, დილიდან საარჩევნო უბნებთან რიგებია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად მისული ადამიანების ხალხმრავლობა შეინიშნება.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით დარღვევა არ დაფიქსირებულა.