რუსთავში ყველა უბანი თავის დროზე გაიხსნა

2020-10-31 09:12:05

რუსთავში ყველა უბანი თავის დროზე გაიხსნა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საარჩევნო კომისიის #20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.

შეგახსენებთ რომ სამაჟორიტარო ოლქში სულ 125 უბანია, აქედან 84 რუსთავში, ხოლო 33 გარდაბანში.

ხმის მიცემის უფლებით აღნიშნულ ოლქში 141 453 ადამიანი ისარგებლებს.

აღსანიშნავია რომ საარჩევნო უბნებთან რიგები ფიქსირდება.