რუსთავში მასწავლებელს კოვიდ19 დაუდასტურდა

2020-11-02 00:16:59

პროფესიულ კოლეჯ "მოდუსის" ერთ-ერთ მასწავლებელს კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა.

ამის შესახებ იმფორმაცია "ინფო რუსთავს" კოლეჯშიც დაუდასტურეს, სადაც აცხადებენ, რომ მასწავლებელს ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც კოვიდ19-ზე ტესტირების ჩატარება გადაწყვიტა, რის შემდეგაც ვირუსი დაუდასტურდა.

როგორც "მოდუსში" აცხადებენ, მასწავლებელთან უშუალო კონტაქტში მყოფი ორი პირი თვითიზოლაციაშია.

შენობას სადეზიმფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ორშაბათიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.