რუსთავში დევნილ ოჯახებს, სამინისტრომ, იპოთეკური სესხი დაუფარა

2017-06-07 13:18:24

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრებ 166 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხი დაუფარა.

რუსთავში იპოთეკურო სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადი 8 მოქალაქეს ჰქონდა შეტანილი. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არაუმეტეს 20 000 ლარია. საბოლოო ჯამში კი აღნიშნული პროგრამისთვის 2 000 000 ლარია გამოყოფილი.