რუსთავში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდასაჭერად საავტომობილო მსვლელობა მოეწყო.
მმართველი გუნდის მხარდამჭერთა საავტომობილო კოლონა ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდა.
ავტომობილებიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს პარტიული დროშები ჰქონდათ გადმოფენილი. საავტომობილო მსვლელობაზე ჟღერდებოდა სიმღერა "ჩემი საქართველო აქ არის".
წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქტივობა რუსთავის ქუჩებში, რამდენიმე საათის განმავლობში გაგრძელდა.