"ჩვენს რამდენიმე თანამშრომელს დაუდგინდა Covid 19"

2020-10-30 13:35:09

რუსთავში სუპერმარკეტთა ქსელის "მადაგონის" თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად "მადაგონის" გვერდზე გავრცელდა.

"ჩვენს რამდენიმე თანამშრომელს დაუდგინდა Covid 19-ის ვირუსი. ამის გამო მოვიწვიეთ ქალაქის მთავარი ეპიდემიოლოგი, რომლისგანაც მივიღეთ რეკომენდაციები და ჩავატარეთ შესაბამისი ღონისძიებები.

ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტში გადავიდნენ იზოლაციაში, ხოლო ინფიცირებულები აგრძელებენ მკურნალობას. ასევე, მოვიწვიეთ კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც ჩაატარა ობიექტის სრული დეზინფექცია უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე და მოვუწოდებთ ყველას ატარონ პირბადეები, გამოიყენონ სადეზინფექციო ხსნარები ხშირად და დაიცვან დისტანცია.
მადაგონი გისურვებთ ჯანმრთელობას
",- დაწერეს სოციალურ ქსელში.