ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2020-10-30 12:13:10

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. ჰონდას მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ქალი.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.