როდის დასრულდება სააღმზრდელო პროცესი რუსთავის ბაგა-ბაღებში

2017-06-07 11:17:47

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 ივნის დასრულდება. სასწავლო წლის დასრულებამდე, ბაღების ყველა ფილიალში, თავისუფალი დასწრება მოქმედებს. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, თავისუფალი დასწრება ბაღებში 1 ივნისიდან გამოცხადდა. თვის ბოლომდე გაცდენილი საათები აღსაზრდელებს საპატიოდ ჩაეთვლებათ.