რუსთავში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 50 წელს გადაცილებული მამაკაცი, მეგობრობის გამზირზე, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს.
მამაკაცი რამდენიმე დღე არ ჩანდა და ადგილზე პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს.
ბინაში მისულ სამართალდამცავებს და სასწრაფოს ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარზე გამოძიება სავარაუდოდ სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.