2 ნოემბრიდან რუსთავის წყლის სერვის ცენტრი მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება.
პანდემიის გათვალისწინებით, 2 ნოემბრიდან, რუსთავის წყლის სერვის ცენტრში შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი და მომხმარებლები მომსახურებას დისტანციურად მიიღებენ.
განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@rwc.ge; ონლაინ რეჟიმში მიღებული განცხადების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლები კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზისა - 341 22 00 11 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.