უკვე ერთი საათია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებულია. მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართული მარშის წევრებმა რუსთავიდან თბილისში მიმავალ ოპოზიციის კოლონას გზა გადაუკეტეს. ადგილზე მარშის ლიდერები ირაკლი შიხიაშვილი და სანდრო ბრეგაძეც იმყოფებიან და მარშის წევრებს მოუწოდებენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები აქციაზე არ გაუშვან.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს 18:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" თბილისში, შემაჯამებელ აქციას მართავს, სწორედ ამ აქციაზე მიემართებოდნენ რუსთაველები, თუმცა მათ გზა გადაუკეტეს და ამ დრომდე ცენტრალური საავტომობილი გზა ქართული მარშის წევრებს ჩაკეტილი აქვთ.
თბილისის მთავარ მოედანზე კი ოპოზიციის აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება.