ხმაურია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.
ქართული მარშის წევრებმა, რუსთავიდან თბილისში მიმავალ ოპოზიციის კოლონას რუსთავი-თბილისის გზა გადაუკეტა.
ქართული მარშის წარმომადგენლები ენმ-ის წევრებს და მხარდამჭერებს თბილისში დაგეგმილ აქციაზე არ უშვებენ.
ამ ეტაპზე რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საცობია და მგზავრებს გადაადგილება შეზღუდული აქვთ.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა მამუკა ჩიქოვანმა ინფო რუსთავთან განაცხადა, პოლიცია ამ ადამიანებთან უძლურია და გზის გასახსნელად ვერაფერს აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს 18:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" თბილისში, შემაჯამებელ აქციას მართავს, სწორედ ამ აქციაზე მიემართებოდნენ რუსთაველები, თუმცა მათ გზა გადაუკეტეს და ამ დრომდე ცენტრალური საავტომობილი გზა ქართული მარშის წევრებს ჩაკეტილი აქვთ.