როცა არჩევანი დადგება ნაცებსა და ოცნებას შორის...

2020-10-29 13:34:05

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "პროგრესული საქართველოდან" ალექსანდრე კობაიძე მხარს ნინო ლაცაბიძეს უჭერს.

"იურიდიულად ვერ ვხსნი კანდიდატურას თუმცა მხარს ვუჭერ ნინოს და მოვუწოდებ ყველას მივიდნენ არჩევნებზე და შემოხაზონ ნინო. როცა არჩევანი დადგება ნაცებსა და ოცნებას შორის ავირჩევ ნინო ლაცაბიძეს, უკეთესი მომავლისთვის"- განუცხადა ინფო რუსთავს ალექსანდრე კობაიძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ალექსანდრე კობაიძე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 29 ოქტომბერს, 16:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.